საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარი აფეთქების გამო

23.05.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 22 მაისს გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარი აფეთქების გამო.


საქართველოს ეროვნულ მუზეუმში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ კოლექციასა და სხვადასხვა ენაზე პოემის თარგმანებს გამოფენენ

23.05.2017 თბილისი - ​2017 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება გამოფენა რომელიც  შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნება.


საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან

23.05.2017, თბილისი - საქართველო-თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ფარგლებში  გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხელ ჯანელიძის ორმხრივი შეხვედრა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა, რომ საბჭოს ფორმატი, რომ...


ესტონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საელჩოს საზეიმო მიღებით აღინიშნა

23.05.2017, ტალინი - ტალინში საზეიმო მიღებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე.


მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის წევრებთან შეხვედრას გამართავს

​23.05.2017 თბილისი - 24 მაისს, ქ. თბილისში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან.  


​საქართველოს ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

23.05.2017 ვარშავა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსკისთან.


საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად სოფიაში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა

23.05.2017, სოფია - ქ.  სოფიის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ, საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნად გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს ღირსშესანიშნაობები და კულტურული  ძეგლები. 


საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

23.05.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების  სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრა.


ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345