​საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა

24.05.2017  ქ. თბილისი - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან.  ევროპარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ხოლო მის ...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

24.05.2017 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.


ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება გამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“

26.05.2017 ქ. ფოთი - 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ფოთში,  კოლხური კულტურის ცენტრში, 11:00 საათზე გაიხსნება საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი "საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები."


კორეის მთავრობამ საქართველოს ჰიუნდაის ფირმის მიკროავტობუსები საჩუქრად გადასცა

24.05.2017 თბილისი - ​კორეის მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას ჰიუნდაის ფირმის 5 მიკროავტობუსი საჩუქრად გადასცა. გადაცემის  ოფიციალური ცერემონია „ჰიუნდაის“ ცენტრში გაიმართა. 


​დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები კახეთს ეწვევიან

24.05.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 25 მაისს "დიპლომატიური ტური" გაიმართება. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყვარელს ეწვევიან.


დუბლინის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.05.2017 დუბლინი, ირლანდია - ​ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. საქართველოს დროშები ირლანდიის დედაქალაქში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული.


საქართველო და წმიდა საყდარი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

24.05.2017 თბილისი - საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და წმიდა საყდრის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.    


საქართველოში ალბანეთის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს

2017 წლის 24 მაისს საქართველოში ალბანეთის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა (რეზიდენციით ანკარა) გენტი გაჟელიმ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს.


მალტის ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ვარშავა) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2017 წლის 24 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა მალტის რესპუბლიკის ელჩთან ნატაშა მელი დაუდესთან (რეზიდენციით ვარშავა). მალტის არარეზიდენტი ელჩი საქართველოს ესტუმრა პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის მიზნით.  


პორტუგალიის ელჩმა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2017 წლის 24 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩთან პაულა ლეალ და სილვასთან (რეზიდენციით ანკარა). პორტუგალიის არარეზიდენტი ელჩი  საქართველოს ესტუმრა პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის მიზნით. 


მიხეილ ჯანელიძემ იტალია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

24.05.2017 თბილისი - ​ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ – კულტურულ ცენტრში იტალია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.  


არგენტინის ელჩმა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

24.05.2017 - 24 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში არგენტინის ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა) ხულიან ლუის ტეტამანტისთან. 


ინდონეზიის, პაკისტანისა და მონღოლეთის ელჩებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს

24.05.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ახლად დანიშნულმა არარეზიდენტმა ელჩებმა, მათ შორის ინდონეზიის რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა იუდი კრიშნანდიმ (რეზიდენციით ქ. კიევი), პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა საიდ ხან მო...


დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567