ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

2017 წლის 10-13 ივნისს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ვიზიტით საქართველოს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან.


ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

​ინდოეთის ქ. მუმბაის  სასტუმრო „Taj Mahal Palace“-ში, საქართველოს საელჩოს სახელითა და ქ. მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.


იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (JICA) პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

2017 წლის 10-13 ივნისს, საქართველოს ვიზიტით იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (JICA) პრეზიდენტი შინიჩი კოტაოკა ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.  ​


ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345