საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს პორტუგალიაში მომხდარი ხანძრის გამო

19.06.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 17 ივნისს, ცენტრალურ პორტუგალიაში, პედროგაუ გრანჯის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო, რომელსაც დიდი მასშტაბით ტყის მასივების განადგურება და ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.


„ფიროსმანი“ლიტვის სამეფო თეატრის შესრულებით

19.06.2017 - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა. ლიტვაში  აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძ...


მიხეილ ჯანელიძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფორმატში შეხვედრა გამართა

19.06.2017 ლუქსემბურგი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლუქსემბურგში მიმდინარე „აღმოსავლეთ  პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფორმატში. 


​ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობები გაღრმავდება

19.06.2017 ქ.ჯაკარტა -  ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის უნივერსიტეტში და საქართველოს საელჩოში გაიმართა ლექციები თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექციები წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც ...


​ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

19.06.2017 ქ.ათენი  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 20-21 ივნისს გაიმართება

19.06.2017, ჟენევა - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 2017 წლის 20-21 ივნისს გაიმართება.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჟოლტ ჩუტორას შეხვდა

19.06.2017 თბილისი - ​2017 წლის 19 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა თბილისში ვიზიტად მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჟოლტ ჩუტორასთან.


საგარეო საქმეთა მინისტრი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილებს

19.06.2017 ლუქსემბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში,  რომელიც ლუქსემბურგში მიმდინარეობს. მინისტერიალზე საუბარი შეეხება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიმდინარე საკითხებს, თანამშრომლობის შემდგომი...


ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე დანიელ კოლეგას შეხვდა

19.06.2017 ლუქსემბურგი - ​ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ანდერს სამუელსენთან. 


სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

19.06.2017 სტელენბოში - სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.


ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა მერვე შეხვედრა გაიმართა

19.06.2017 ლუქსემბურგი - ​2017 წლის 19 ივნისს, ქ. ლუქსემბურგში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მერვე შეხვედრა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერიკა მოგერ...


ივნისი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789