გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია

1.06.2017 ნიუ-იორკი, აშშ - ​2017 წლის 1 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".


იაპონია სქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს და საქართველოსთან ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმებაზე მოლაპარაკებას იწყებს

2.06.2017 ტოკიო, იაპონია - საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფუმიო კიშიდასთან. 


იაპონიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველოს ბიზნეს კლიმატი იაპონური ბიზნესისთვის მიმზიდველია

2.06.2017 ტოკიო, იაპონია - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის ვიცე-მინისტრთან ტაკუმი იჰარასთან. 


​დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სლოვაკეთში გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო

02.06.2017 ქ. ბრატისლავა - ​დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბრატისლავაში გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.


სამხრეთ აფრიკაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა

2.06.2017 - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში, საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებას უმასპინძლა. საღამო გაიხსნა საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ეროვნული ჰიმნების შესრულებით.


მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციაში ბიზნეს სემინარი გამართა

2.06.2017, იაპონია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ეწვია იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციას (JETRO), სადაც სემინარი გამართა იაპონია-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.


საქართველოს ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის, სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

2.05.2017, ასტანა - ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბაშიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის, სენატის თავმჯდომარეს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.


საქართველოს ახლო მომავალში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (JICA) პრეზიდენტი ეწვევა

2.06.2017, იაპონია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოკიოში შეხვედრა გამართა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის პრეზიდენტთან შინიჩი კოტაოკასთან, რომელიც ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ფილიპინების რესპუბლიკაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით

2.06.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 2 ივნისს ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქის „The Resorts World Manila“ კომპლექსში მომხდარ  შეიარაღებული პირის თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელმაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345