საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას დაესწრება

23.06.2017 ბელგრადი - ​დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას დაესწრება. 


კანადაში საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კანადის გენერალ გუბერნატორს

23.06.017 - ​22 ივნისს საქართველოს ელჩმა კანადაში და მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში კონსტანტინე ქავთარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა კანადის გენერალ გუბერნატორს დევიდ ჯონსტონს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან

23.06.2017 ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად 2017 წლის 23 ივნისს, ვიზიტით ბელგრადს ეწვია.


მიხეილ ჯანელიძე ბელგრადში დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრო

23.06.2017 ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის სახელით დელეგაციის ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრო. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

23.06.2017 თბილისი - ​23 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა მომხსენებლის რანგში მონაწილეობა მიიღო კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით თბილისში გამართულ  კონფერენციაში სახელწოდებით  „აღმოსავლეთ პარტნიორობა - ერთად ხვალინდელი დღისკენ“. 


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456