დავით ზალკალიანი ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

28.06.2017 ვენა, ავსტრია - ​ქ. ვენაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის ქვეყნების (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი,...


ვაშინგტონში ტრანს-კასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის შესახებ ფორუმზე საქართველოს პოტენციალზე ისაუბრეს

28.07.2017 ქ. ვაშინგტონი - ქ. ვაშინგტონში საქართველოს, ყაზახეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის,  თურქმენეთისა და თურქეთის საელჩოების ინიციატივით,  კასპიის პოლიტიკის ცენტრსა და  ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკის საბჭოს ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტთან პარტნიორობით  გაიმართა ორდღიანი ფორუმი ტრან...


პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს

28.06.2017 ვარშავა, პოლონეთი - პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს იან ჯეჯიჩაკს. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრთან

28.06.017 თბილისი, საქართველო - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ექლილ აჰმად ჰაქიმის შეხვდა, რომელიც ორდღიანი ვიზიტით  იმყოფება საქართველოში.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო თელ-ავივის კიბერ უსაფრთხოების სამიტში

28.06.2017 თელ-ავივი - 2017 წლის 28 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო თელ-ავივის კიბერ უსაფრთხოების სამიტში, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის ეროვნული კიბერ უსაფრთხოების დირექტორატის მიერ იყო ორგანიზებული. ...


ინფორმაცია იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის მოტომე ტაკისავას საქართველოში ვიზიტის შესახებ

28.06.2017 თბილისი - საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის ფარგლებში, მ.წ. 26-28 ივნისს გაიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, მოტომე ტაკისავას ვიზიტი საქართველოში. 


„აღმოსავლეთ პარტნიორობით გათვალისწინებული რეფორმების გატარების კუთხით, საქართველო არის გამორჩეული ლიდერი და იმსახურებს განსაკუთრებულ აღიარებას” - გერმანიის ბუნდესტაგი

28.06.2017 - ​2017 წლის 28 ივნისს  გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის და მასში მონაწილე ქვეყნების შესახებ.   


ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345