საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შავარშ ქოჩარიანს შეხვდა

7.07.2017  ერევანი- 2017 წლის 7 ივნისს, ქ. ერევანში  შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შავარშ ქოჩარიანთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით

8.06.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 7 ივნისს ანდამანის ზღვაში (ქ. დავეის მახლობლად) მიანმარის კავშირის რესპუბლიკის კუთვნილი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის (Y8-200F) ჩამოვარდნის გამო, რასაც მოჰყვა 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში პორტუგალიის ელჩს შეხვდა

8.06.2017, თბილისი - 2017 წლის 8 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მიიღო საქართველოში პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩი (რეზიდენციით ანკარა) პაულა ლეალ და სილვა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით და ასევე პორტუგალიის ეროვნული დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა.


საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის პირველი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

8.06.2017, თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის პირველი კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2017 წლის იანვარი-მარტის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლება...


ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა თეთრ სახლში

8.06.2017 ვაშინგტონი, აშშ - ​საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში შეხვედრები გამართა.  


ბელარუსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

8.06.2017 ბელარუსი - ​ბელარუსში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა. 


ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

8.06.2017 პოლონეთი - ​ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 


მიხეილ ჯანელიძე აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

„ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაში შეუფასებელია“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. კონფერენც...


ამერიკა ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული - კონგრესმენი ტედ პო

Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ამერიკულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი“, გახსნითი სიტყვით წარსდგა კონგრესმენი ტედ პო (რ- ტეხასი).


ანდრეა ტომპსონი: „მაღალი დონის ჩართულობა მკვეთრად მიანიშნებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან პარტნიორობა.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომპსონმა სიტყვით მიმართა Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.


„საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული სიტემის ჩამოყალიბების გამო”- Heritage Foundation -ის ვიცე-პრეზიდენტი

Heritage Foundation -ის ვიცე-პრეზიდენტმა  კიმ ჰოლმსმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას. მან ქართველებსა და ამერიკელებს მიულოცა დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე და მოკლედ განიხილა საქართველოს მიღწევები.


შატო-მუხრანში პორტუგალიის ეროვნული დღე აღინიშნა

​8.06.2017, თბილისი - 2017 წლის 8 ივნისს შატო-მუხრანში პორტუგალიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და საქართველოში პორტუგალიის ელჩმა პაულა ლეალ და სილვამ (რეზიდენციით ა...


აგვისტო 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910