სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა

11.09.2017 ქ.ერევანი - 11 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.


შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

​2017 წლის 11 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა. 


მიხეილ ჯანელიძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

12.09.2017 ქ.ჩენგდუ, ჩინეთი - 2017 წლის 12-15 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ჩინეთის რესპუბლიკის ქ.ჩენგდუს. მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 22-ე გენერალურ ასამბლეაში, რომელიც 11-16 სექტემბერს იმართება. 


ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის შესახებ ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის ქვეყნებში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ეწვია ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ დაკას. დელეგაციის შემადგელობაშია ბანგლადეშში საქართველოს საგანგებო და სრულულფლებიანი ელჩი (რეზიდენ...


საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ეუთო-ს ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაში მონაწილეობს

12.09.2017 ქ.ვარშავა, პოლონეთი - 2017 წლის 11-22 სექტემბერს ქ. ვარშავაში იმართება ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM).


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ე.წ. „ადგილობრივ არჩევნებთან“ დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიას და შესაბამისად არ ცნობს ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში 2017 წლის 10 სექტემბრის ე.წ. „ადგილობრივ არჩევნებს“, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის უხეშ დარღ...


ქ. ბრემენში ქართულ-გერმანული წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება „25 წელი ქართულ-გერმანული სამართლებრივი დიალოგი“ გაიმართა

12.09.2017 ბრემენი, გერმანია - საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ქ. ბრემენის მერიის ისტორიულ დარბაზში გაიმართა კონფერენცია „25 წელი ქართულ-გერმანული სამართლებრივი დიალოგი“, რომელიც სამართლის სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. 


ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345