საქართველოს ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობაში რწმუნებათა სიგელები გადასცა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს

15.09.2017 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობაში გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს პიტერ ქოსგროუს.


​ყაზახეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

13.09.2017 ქ. ყარაგანდა, ყაზახეთი - ქ. ყარაგანდაში საქართველოს საპატიო საკონსულოს  გახსნის საზეიმო ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ყაზახეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, საჯარო სტ...


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდის შესახებ

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 15 სექტემბერს ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდას.


ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგრძნონ რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის

15.09.2017 თბილისი -  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ბოსტონის ბიზნეს- დელეგაციასთან.


კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა

15.09.2017 კვიპროსი - 13-15 სექტემბერს, კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის რიგით მეორე ფესტივალი ჩატარდა.


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რესტორნის მენიუს ქართული კერძები შეემატა

15.09.2017 დიდი-ბრიტანეთი: ბრიტანეთის პარლამენტში ქართული კერძების კვირეული გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ქართული კერძების ნაირსახეობა პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში იქნა შეტანილი.


დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567