გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე განაგრძობს შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან

20.09.2017 ნიუ-იორკი, აშშ - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. 


საქართველო და შვედეთის სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

20.09.2017 - ​საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და შვედეთის საგარეო უწყებებმა მინისტრების მისალოცი წერილები გაცვალეს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მექსიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

20.09.2017 თბილისი, საქართველო - ​საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 19 სექტემბერს, მექსიკაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი და გამოიწვია საგრძნობი მატერიალური ზარალი. 


ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

20.09.2017 თბილისი, საქართველო - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ევროპარლამენტის დელეგაციასთან, რომელსაც ევროპარლამენტარი საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა.


მიხეილ ჯანელიძე „ბლუმბერგის“ მიერ ორგანიზებულ "გლობალურ ბიზნეს ფორუმს" დაესწრო

20.09.2017 ნიუ-იორკი, აშშ - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში „ბლუმბერგის“  მიერ ორგანიზებულ "გლობალურ ბიზნეს ფორუმს" დაესწრო.


დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების საკითხზე

20.09.2017 ნიუ-იორკი, აშშ - ​გაერო-ს 72-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში, მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ს ინიციატივით და ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების საკითხზე. 


დღეს საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში ღია მმართველობის კუთხით - მიხეილ ჯანელიძე

20.09.2017 ნიუ-იორკი, აშშ - ​„დღეს საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში ღია და ტრანსპარენტული მმართველობის კუთხით. ჩვენ უკვე მეორე წელია გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და გენერალური დებატების პარალელურად ვმართავთ მაღალი დონის სესიებს, რომელიც ეხება ღია მმართველობას. წელს ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ...


კორეის რესპუბლიკაში პირველად მოეწყო საქართველოს ღირსშესანიშნაობების, კულტურისა და ისტორიის შესახებ გამოფენა

20.09.2017 კორეის რესპუბლიკა -  20-22 სექტემბერს, კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში პირველად მოეწყო გამოფენა საქართველოს ღირსშესანიშნაობების, კულტურისა და ისტორიის შესახებ, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ამსახველი ფოტოები, სამი სახეობის ქართული ანბანი და შუა საუკუნეების ქართული სამოსი.


დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი შოტლანდიაში

20.09.2017 დიდი ბრიტანეთი - 20-22 სექტემბერს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა  ედინბურგს. ვიზიტის მთავარ მიზანს შოტლანდიის ხელისუფლებასთან, ბიზნეს და კულტურულ წრეებთან ურთიერთობების დამყარება წა...


ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345