საქართველო პირველად მონაწილეობს პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე

26.09.2017 - ჩინეთში პეკინის მე-7 საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე მიმდინარეობს, რომელშიც საქართველო მიწვეული ქვეყნის სტატუსით პირველად იღებს მონაწილეობას.  საქართველოს აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებაში 15 თანამედროვე ხელოვანი, ჯგუფური გამოფენის ფარგლებში წარადგენს.


ხათუნა თოთლაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

26.09.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჟოლტ ჩუტორასთნ.


მიხეილ ჯანელიძე სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტს შეხვდა

26.09.2017 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საგარეო უწყებაში მიიღო სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტი, არა ბაბლოიანი და ეროვნული კრების წევრები. 


დავით ზალკალიანი მონაწილეობას იღებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში

26.09.2017 - 26-28 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მონაწილეობას იღებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში.  


თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა

26.09.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი ტერმინალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. 


დავით დონდუა ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ვან დერ კლაუს შეხვდა

26.09.2017 თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუს, შეხვდა. 


კანადაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილე ქართველ სამხედროებს უმასპინძლა

26.09.2017 ტორონტი - კანადის ქალაქ ტორონტოში სამხედრო მოქმედებებისას დაჭრილი სამხედროების საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშები Invictus Games იმართება, რომელზეც საქართველოს სპორტული დელეგაცია  15 სამხედროთია  წარმოდგენილი.


ბელგიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

26.09.2017 ბელგია - 26 სექტემბერს, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეგმონტის სასახლეში აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ და ცენტრალური აზიის 11 სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოსთან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღნიშნა.   


კრაკოვში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერი გაიხსნა

26.09.2017 კრაკოვი, პოლონეთი - პოლონეთის ქალაქ კრაკოვში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,  ქუთაისის და კრაკოვის მერები, კრაკოვის საკრებულოს თავმჯდომარე და ასოციაციის „ხიდი საქართველოსთან“ წარმომადგენლი. &...


ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345