სტრასბურგში ღონისძიება - „გვახსოვდეს აფხაზეთი - რუსეთის უკანონო ოკუპაცია და 25 წელი 1992-1993 წლების ომის შემდეგ“გაიმართა

1.10.2018 ქ. სტრასბურგი- ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „გვახსოვდეს აფხაზეთი - რუსეთის უკანონო ოკუპაცია და 25 წელი 1992-1993 წლების ომის შემდეგ“. 


საქართველოს ელჩმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

01.10.2018 ჩეხეთი- დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაალ გოგსაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლუკაშ კაუცკისთან.  


ქ. ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

​2018 წლის 1 ოქტომბერს, ქ. ვაშინგტონში გაიმართება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.  


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

01.10.2018 თბილისი-2018 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ კნირში.


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსებიდან 10 წელი შესრულდა

ზუსტად ათი წლის წინ, 2008 წლის 1 ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში განთავსდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომლის მანდატიც ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგს. 


საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ბრისტოლ-თბილისის დამეგობრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

26-28 სექტემბერს, ქალაქ ბრისტოლში შედგა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და თბილისის მერიის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი. საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო  ბრისტოლ-თბილისის დამეგობრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და  შეხვედრებში. ვიზიტის მიზანს ბიზნესის, კულტურის, ტურიზმის, ინოვაცი...


სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების საკონსულო დეპარტამენტების შეხვედრა

1.10.2018 მოლდოვა - ქ. კიშინეუში, მოლდოვას რესპუბლიკის თავმჯდომარეობით გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა )  საგარეო საქმეთა სამინისტროების საკონსულო დეპარტამენტების  რიგით  მე-4 შეხვედრა.   


ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234