დავით ზალკალიანი ლუქსემბურგში დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

2018 წლის 15 ოქტომბერს ქ. ლუქსემბურგში დაგეგმილია ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალი, საგარეო  საქმეთა  და  უსაფრთხოების  პოლიტიკის  საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისრის, ევროპული სამეზო...


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

15.10.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან,  გაბრიელა ბატაინი დრაგონთან.


ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის საკუთარი წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად

 15.10.2018 ლუქსემბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა  ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან  საიმონ კოვენისთან.


ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს საბოლოო განხილვის მიზნით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიშის პროექტი წარუდგინა

15.10.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს საბოლოო განხილვისთვის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეორე ციკლის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიშის პროექტი წარუდგინა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

15.10.2018 ლუქსემბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუმინეთის სახელმწიფო მინისტრთან, დან ნეკულაესკუსთან.


დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

15.10.2018 ლუქსემბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართა.


ჰააგაში საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

15.10.2018 ნიდერლანდები - ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.


ირლანდიაში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

15.10.2018 ირლანდია - ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და დუბლინის უნივერსიტეტის (Dublin City University – DCU) მხარდაჭერით,  ერთობლივი სემინარი - „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავი“ გაიმართა.


ბიშკეკში საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

15.10.2018 ყირგიზეთი-  ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ქ. ბიშკეკში  გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ხოლო ყირგიზეთის დელეგაცი...


ნოემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789