ქუვეითში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2.10.2018 ქუვეითი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  სასტუმრო Crowne Plaza-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.


ინდონეზიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2.10.2018 ინდონეზია- ქ. ჯაკარტაში, სასტუმრო „ბორობუდურში“  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება და ფოტო-გამოფენა გაიმართა.  


საქართველოს ელჩმა მონღოლეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2.10. 2018  მონღოლეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ ( რეზიდენციით ქ. ასტანაში) რწმუნებათა სიგელები გადასცა მის აღმატებულება მონღოლეთის პრეზიდენტს,  ხალტმაგინ ბატულგას.


საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

2.10.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი სტაჟიორების წარდგენისა და საგაზაფხულო   სტაჟირების დასრულების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზანკალიანმა ღონისძიების მონაწილე 140 ყოფილ და მომავალ სტაჟიორს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.


კორეის რესპუბლიკაში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნება

 2.10.2018 კორეის რესპუბლიკა- საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნება.  


კანადაში ქართული სიმღერისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა

2.10.2018 კანადა- საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით,  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მელ ლასტმანის სახელობის სკვერში ქართული სიმღერისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა.    


​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო „რიგის კონფერენცია 2018“-ში

28.09.2018 ქ.რიგა - 28-29 სექტემბერს რიგაში ყოველწლიური მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის „რიგის კონფერენცია 2018“-ის ფარგლებში,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ სამეზობლოს თემატიკისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაში. 


მინისტრის მოადგილემ პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე უნივერსალური ანგარიშის შესახებ მიღებული რეკომენდაციების შესრულების შედეგები გააცნო

2.10.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების (იურიდიულ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) სხდომაზე უნივერსალური პერიოდული...


საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

2.10.2018 საუდის არაბეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ  შეხვედრა გამართა პრინც სულთან ბინ სალმანთან, საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტთან.


დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456