საქართველოს ელჩი ეგვიპტის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

25.10.2018 ეგვიპტე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ქარიმ აბდელ დარვიშს შეხვდა.


საქართველოს ელჩმა მეხიკოს უნივერსიტეტში საქართველოს კულტურისა და ისტორიული წარსულის შესახებ ლექცია წაიკითხა

 25.10.2018 მექსიკა -  მექსიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტის - Universidad de Valle de México - მიწვევით, მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა საქართველოს კულტურისა და ისტორიული წარსულის შესახებ ლექცია წაიკითხა.


საქართველოს ელჩმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

25.10.2018 ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩს.  


ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზინდეტსა და სასამართლოს მდივანს შეხვდა

15.10.208 თბილისი -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზინდეტთან, რობერტ ფრემრთან და სასამართლოს მდივანთან, რობერტ ლიუისთან.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2018 წლის 25 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან.


საქართველოს კანდიდატი წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის წევრად იქნა არჩეული

2018 წლის 25 ოქტომბერს, ქ. ჟენევაში  წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ოქმის (OPCAT) წევრი ქვეყნების მე-7 შეხვედრაზე გაიმართა არჩევნები, რომელზეც გაერო-ს შესაბამისი ქვეკომიტეტის წევრად (SPT)  2019-2022 წლების ვადით არჩეული იქნა საქართველოს მიერ წა...


შეხვედრა დანიის ევროპული მოძრაობის დელეგაციასთან

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს დანიის ევროპული მოძრაობის დელეგაციის წევრებთან, რომლებიც სასწავლო-გაცნობითი ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.  შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა დანიელ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს მიერ ევროპული და...


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თურქმენეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

19.10.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაში.



საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს პეტიციით მიმართა

25.10.2018 საბერძნეთი - საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს დიმიტრის ვიცასს პეტიციით მიმართა. მიმართვაში ქართული ემიგრაცია იმედს გამოთქვამს, რომ  საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების დინამიური განვითარება პოზიტიურად აისახება საბერძნეთში ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვანი სა...


კახა იმნაძე გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველწლიურ ღია დებატებზე სიტყვით გამოვიდა

2018 წლის 25 ოქტომბერს, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველწლიურ ღია დებატებზე, სახელწოდებით „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის დანერგვის ხელშეწყობა და მშვიდობის შენარჩუნება ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების გზით“.


​ლაშა დარსალია შვეიცარიის კონფედერაციის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

 25.10.2018 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ალვარო ბორჯისთან. 


ნოემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789