ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისაკენ მოუწოდებს

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესმენმა ტედ პომ (რესპუბლიკელი-ტეხასი) აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაითჰაიზერს წერილით მიმართა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის 2018 წლის 31 ოქტომბრის #406 ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა მიხეილ ნინუა

მიხეილ ნინუას გააჩნია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2005-2006 წლებში საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; მას შემდეგ ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, საქ...


საქართველოს ელჩმა მელბურნში საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა

1.11.2018 ავსტრალია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ, ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო საკონსულოში, შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნეს, სავაჭრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე ქ. მელბურნში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებთან.  


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის 2018 წლის 31 ოქტომბრის #408 ბრძანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილი

​ალექსანდრე ხვთისიაშვილი გახლავთ კარიერული დიპლომატი. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს.


სტაჟირების კონკურსი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2018 წლის 1 ნოემბრიდან, აცხადებს სტაჟირების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიურ დეპარტამენტებში, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟიორთა აყვანას. სტაჟირება დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის...


ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

იმისთვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.


ლაშა დარსალია მინსკში მიუნხენის კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა ღონისძიების დასკვნით პანელზე, რომელზეც საუბარი შეეხო  რეგიონში არსებულ კონფლიქტებს. პანელზე, ლაშა დარსალიასთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი პაველ ფილიპი მონაწილეობდნენ.


ნოემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789