​საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებებს შორის პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

14.11.2018 ქ.პარიზი -  პარიზში გაიმართა პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. 


​საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

14.11.2018 - ქ.პარიზში  - გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო საფრანგეთის მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კო...


ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და ანგრიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება შეაფასა.


გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი მიესალმება საქართველო-გერმანია-საფრანგეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას, რომელიც 14 ნოემბერს ქ. პარიზში შედგა და რა დროსაც მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მრავალი საკითხები.


დავით ზალკალიანმა დანიის მიგრაციის და ინტეგრაციის მინისტრთან შეხვედრა გამართა

15.11.2018 დანია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრთან ინგერ სტოიბერგთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ირანის ელჩს, სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა

15.11.2018 ქ.თბილისი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდისთან.


დავით დონდუამ გაერო-ს ვენის განყოფილების ხელმძღვანელს რწმუნებათა სიგელები გადასცა

15.11.2018 ავსტრია- ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, დავით დონდუამ რწმუნებათა სიგელი გადასცა გაერო-ს ვენის განყოფილების ხელმძღვანელს, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ბრძოლის ოფისის აღმასრულებელ დირე...


ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონფერენცია - IESMA 2018 გახსნა

15.11.2018 ლიეტუვა-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,  ხათუნა სალუქვაძემ  ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის ორგანიზებით გამართული კონფერენცია “Innovative Energy Solutions for Military Applications” ​( IESMA 2018 ) გახსნა.


პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ლიეტუვას ქ. ნაისაის თეატრი საქართველოში უფასო სპექტაკლების ციკლს ჩაატარებს

15.11.2018 ლიეტუვა - 18 ნოემბერს, ლიეტუვას ქ. ნაისაის თეატრი  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოადგენს სპექტაკლს „გზა სამოთხისკენ“, რომელზე დასწრებაც ნებისმიერი მსურველს უფასოდ შეეძლება.  აღნიშნული ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავ...


​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გამართა შეხვედრა საქართველოში თურქეთის ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგანთან

14.11.2018 ქ. თბილისი - 2018 წლის 14 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გამართა შეხვედრა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან.


ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებაში

​11.15.2018 თბილისი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებაში და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.


ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თაობაზე იმსჯელეს

15.11.2018 - ​ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა - სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუდოლფ მიხალკამ, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯიჰან სულთანოღლუმ და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ე...


დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456