საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს

19.11.2018 ქ.თბილისი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ლაშა დარსალიამ და ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გამართეს შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციასთან. აღნიშნულ კოლეჯი ახორციელებს მაღალი თანამდებობის დიპლომატების, სამხედრო პირებისა და ეროვნული უსაფრთხოების და...


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შვეიცარიის ელჩის გამოსამშვიდობებელ საღამოს დაესწრო

19.11.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის, ლუკას ბეგლინგერის გამოსამშვიდობებელ საღამოს დაესწრო.


შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

19.11.2018 ქ.თბილისი- 2018 წლის 19 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. 


დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელს შეხვდა

19.11.2018 ქ. თბილისი - 2018 წლის 19 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან, ჯიჰან სულთანოღლუსთან.


საქართველოს ელჩი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

19.11.2018 ჩინეთი-  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ჭანგ ხახუეისთან.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მაღალი ...


ესპანეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

19.11.208 ესპანეთი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  ესპანეთის ეროვნულ ისტორიულ არქივში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ლისაბონის უნივერსიტეტში საქართველოს ელჩმა ლექცია წაიკითხა

19.11.2018 პორტუგალია- საქართველოს პირველი  დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,  საელჩოს ორგანიზებით, ლისაბონის უნივერსიტეტში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ბეშიძემ  საჯარო ლექცია წაიკითხა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთო...


ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების გამოფენა გაიხსნა

19.11.2018 ესტონეთი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  ქართული წიგნების გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „Georgia Made by Characters“.


დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456