საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

30.11.2018 იორდანია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიაში, ზაზა კანდელაკმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს მის უდიდებულესობა აბდულა მეორეს.


დავით ზალკალიანი ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

6-7 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ქ. მილანს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში. პლენარული სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა.


დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

​2018 წლის 4-5 დეკემბერს ქ. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომლის ფარგლებშიც 4 დეკემბერს შედგება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

20.11.2018 ქ. თბილისი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოჰანეს დოუმა.


საქართველოს ელჩმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

30.11.2018 ბულგარეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იური შტერკს.  


დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456