საქართველოს ელჩმა ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

9.11.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ (რეზიდენციით ქ. ბრაზილია), რწმუნებათა სიგელები გადასცა ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, პაოლა-მეი უიქსს.


თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღე აღინიშნება

თბილისი - ​9 ნოემბერს, 19:00 საათზე თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები.


დავით ზალკალიანი პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს შეხვდა

9.11.2018 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.


უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ეკონომიკის და ვაჭრობის საკითხებზე თემატური შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 9 ნოემბერს ქართულ ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ტექნო-პარკში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის დელეგაციას შორის. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ბრიტანული მხ...


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის ახალ შემსრულებელს, ელჩ როს ვილსონს შეხვდა

9.11.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის ახალ შემსრულებელს, ელჩ როს ვილსონს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.


დავით ზალკალიანმა ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

9.11.2018 - ქ.თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი  სადღესასწაულო მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა და პროფესიული დღესასწაული მიულოცა.


​ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრად საქართველოს წარმომადგენელი იქნა არჩეული

9.11.2018 - ქ. სტრასბურგი. ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) 7 ვაკანტური წევრის არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე ექსპერტთა ჯგუფის წევრად არჩეულ იქნა საქართველოს კანდიდატი - ია დადუნაშვილი.


ნოემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789