საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

​10.12.2018 პეკინი -2018 წლის 10 დეკემბერს, ქ. პეკინში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მე-7 რაუნდი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჩინეთის დელეგაციას – საგარეო საქმე...


საქართველოს ელჩმა ტაილანდის მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

11.12.2018  ტაილანდი- ტაილანდის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) რწმუნებათა სიგელები გადასცა ტაილანდის მეფეს მაჰა ვაჯირალონგკორნ ბოდინდრადებაიავარანგკუნს (His Majesty Maha Vajiralongkorn Bodindradebayavarangkun King of Thailand).  


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე წარადგინა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის პროექტი

11.12.2018 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის პროექტი წარადგინა. საპარლამენტო კომიტეტის სხდომას...


კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტს განახორციელებს

​2018 წლის 12 დეკემბერს თბილისს ვიზიტით ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. 


შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

11.12.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პატრიკ ფრანცენი, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.


კვიპროსში ქართული კულტურის მე-3 ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა

7-8 დეკემბერს, კვიპროსში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული კულტურის მე-3 ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის ელჩმა ელისო ბოლქვაძემ და კვიპროსის სიმფონიურმა ორკესტრმა წარმოადგინეს გია ყანჩელის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და კამილ სენ-სანსის რჩეული ნაწარმ...


ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში

2018 წლის 10 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, ქ. თბილისში იმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-10 ყოველწლიური ასამბლეა, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო...


მარტი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25262728123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567