არგენტინაში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

11.12.2018 - არგენტინის კონგრესის დეპუტატთა პალატის საპატიო დარბაზში  საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა.


თბილისში საკონსულო თანამდებობის პირთა ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობს

12.12.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ICMPD ხელშეწყობით, ქ.თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა ყოველწლიური შეხვედრა  მიმდინარეობს.


​აპატურაი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს მინისტერიალზე ალიანსში გაწევრიანების საკითხზე ძლიერი განცხადებები გააკეთა

12.12.2018 თბილისი - კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართა.


დღეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით

​ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. მოლაპარაკაბებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს ყველა იმ გამოწვევას, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება რუსეთის მხრიდან უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგად. 


მალაიზიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

12.12.2018 მალაიზია- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. კუალა-ლუმპურში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა.


​განცხადება რომ ნატო აგრძელებს საქართველოს მზადებას ალიანსში გაწევრიანებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილია - დავით ზალკალიანი

12.12.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისში ვიზიტად მყოფ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა გამართა. 


საქართველოს ელჩი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

 12.12.2018 ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა.


ჯეიმს აპატურაიმ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

12.12.2018 თბილისი - კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. 


​საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდთან დაკავშირებით

2018 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე.   


შვედეთში ნობელის პრემიის კონცერტი გაიმართა

12.12.2018 შვედეთი-  სტოკჰოლმის საკონცერტო სახლში ნობელის პრემიის კონცერტი გაიმართა. სოლისტ შემსრულებლად მიწვეული იყო ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.  ქართველმა მევიოლინემ სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად,  ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი შასრულა.


ივნისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567