​ლაშა დარსალია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ესაუბრა

17.12.2018 ქ. თბილისი -2018 წლის 17 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაში თემაზე „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთ...


ელჩების კონფერენციაზე განვიხილავთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რაც გახლავთ საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში - დავით ზალკალიანი

18.12.2018 ქ. თბილისი - „დღეს ვიწყებთ ელჩების კონფერენციას, რომელიც წელს პირველად, ახალი ფორმატით ჩატარდება და ბევრი ახალი სიახლე გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო და მთლიანად რეგიონი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მნიშვნელოვანია, რომ ელჩების კონფერენციაც პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლე...


ელჩების კონფერენცია 2018 - ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის - ოფიციალურად გაიხსნა

18.12.2018 თბილისი - თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2018,  ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის - დღეს  ოფიციალურად გაიხსნა.


დავით ზალკალიანი: საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს სწორედ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა ელჩების ყოველწლიური შეკრების ტრადიცია

18.12.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ღონისძიების სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მათი მნიშვნელოვანი წვლილი...


ცნობილი ევროპული კულტურული ფესტივალი „ევროპალია“ 2022 წელს საქართველოს მიეძღვნება

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი, სამეფო ოჯახის პატრონაჟით, ყოველ ორ წელიწადში  ბელგიაში იმართება და სექტემბრიდან იანვრამდე გრძელდება.  ირჩევა  ქვეყანა, რომელსაც მთლიანობაში ეძღვნება  აღნიშნული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით  400 ღონისძიება ეწყობა.


ელჩების კონფერენციის პირველი პანელი სამინისტროს საქმიანობის შეფასებას და ახალი ინიციატივების განხილვას დაეთმო

18.12.2018 ქ. თბილისი - ელჩების კონფერენციის პირველი სამუშაო პანელის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება და ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გააჩნია.


ელჩების კონფერენციაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

18.12.2018 თბილისი - საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარე „ელჩების კონფერენცია 2018-ის ფარგლებში“ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვის მიზნით მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.


ელჩების კონფერენციის ფარგლებში სოციალური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს

18.12.2018 ქ. თბილისი - ელჩების კონფერენციის ფარგლებში გრძელდება  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმღვანელთა შეხვედრების ციკლი მთავრობის წევრებთან . კონფერენციის მესამე პანელი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს მიეძღვნა.


დღეს ყველა მიხვდა, რომ 10 წლის წინ საქართველოში შემოჭრა არ იყო მხოლოდ ჩვენ ქვეყანაზე თავდასხმა, ეს იყო ევროპაზე თავდასხმა - ქეთი ციხელაშვილი

18.12.2018 თბილისი - საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე შედგა დისკუსია თემაზე „უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად“. სადაც მომხსენებლებად წარდგნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილ...


აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678