ეუთო-სა და ევროპის საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს

02.02.2018 -  31 იანვარსა და 1 თებერვალს, ქართული მხარის ინიციატივით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1305-ე და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს 1174-ე სხდომებზე განიხილეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელს შეხვდა

02.02.2018, თბილისი - 2018 წლის 2 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, მაქს სანტნერთან.


ლიბიაში დაკავებული ქართველების ოჯახის წევრებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, მიმდინარე წლის  1 თებერვალს გაიმართა მორიგი შეხვედრა ლიბიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების  ოჯახის წევრებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე  ასევე იმყოფებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი და აჭარის მთავრობის წარმომა...


პოლონეთში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

02.02.2018 პოლონეთი - პოლონეთში,საქართველოს საელჩოში ფუნქციონირება დაიწყო ქართულმა საკვირაო სკოლამ. სკოლის წარმომადგენლებმა საზეიმო შეხვედრა გამართეს  მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. შეხვედრაზე  განხილულ იქნა სწავლის პროგრამა და სასწავლო გეგმა.პირველი გაკვეთილი მიეძღვნა ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიას და ს...


საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევაში გაერო-ს გენერალურ დირექტორსა და ვმო-ს გენერალურ დირექტორს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2.02.2018 ჟენევა  -  ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ახლადდანიშნულმა  წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ  ჟენევაში გაერო-ს განყოფილების გენერალურ დირექტორს, მიხაელ მიოლერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.


სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567