​ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

23 თებერვალი, ლუქსემბურგი - ლუქსემბურგის საჰერცოგოს  შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული გარემოს შესახებ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც  საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ და ადამიანებს არ ემუქრებათ საფუ...


​საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით ლიდერთა ათეულშია - ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევის ცენტრში საქართველოს წარმატება განიხილეს

22 თებერვალი,  ქ. ვაშინგტონი - აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია სიტყვით წარსდგა ქ. ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გამართულ კონფერენციაზე, Doing Business ანგარიშის თხუთმეტი წელი: მომავალი გეზის შესაძლებლობები (Fifteen Years of Doing Business: Oppor...


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.02.2018 - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2018 წლის 22 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების გამო, და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. 


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

02.23.2018 ქ. ლონდონი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ლორდ აჰმად უიმბლდონთან.


გიორგი შარვაშიძემ უზბეკეთის დელეგაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

23.02.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის უწყებათშორისი დელეგაციის ხელმძღვანელთან, საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, სახიბ საიფნაზაროვთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი შარვაშიძის შეხვედრა საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კრისტოფერ კუტერთან

23.02.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდა საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა) კრისტოფერ კუტერს. 


ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს დროული და ადექვატური რეაგირება - მიხეილ ჯანელიძე

23.02.2018 ქ. თბილისი - ​„პირველ რიგში მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება და მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს, რადგანაც ყველას გვტკივა და განვიცდით, ჩვენი ტერიტორიებისა და რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ძალიან მძიმე შედეგს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმა...


მიხეილ ჯანელიძემ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

23.02.2018 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელის მოადგილის შომბი შარპის გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 


საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ავიარეისები განხორციელდება

23.02.2018 ბრატისლავა -  სლოვაკეთის რეპსუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის ტრანსპორტისა და მშენებლობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, რომელიც თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.


პოლონეთში გამართულ მე-9 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში საქართველომ პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღო მონაწილეობა

​23.02.2018  ქ.ვროცლავი - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვროცლავში 23-25 თებერვალს გამართულ მე-9 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით პირველად წარსდგა. გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენ...


საქმეთა დროებითი რწმუნებულის შეხვედრა გერმანიის მმართველი პარტიის შინაგან საქმეთა სპიკერთან

23.02.2018 გერმანია- საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში- ლევან დიასამიძემ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ  შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგში ქრისტიანულ-დემოკრატიული ფრაქციის შიდა პოლიტიკურ სპიკერთან შტეფან მ...


საქართველოს ელჩი უკრაინის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

23.02.2018 ქ.კიევი - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ,  მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში.  


საქართველოს ელჩმა ICAO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

23.02.2018 ქ.მონრეალი-საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ICAO-ს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ბიუროს დირექტორთან.  


ივნისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678