გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიებას მოითხოვს


გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიებას მოითხოვს და მზადყოფნას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს ამ პროცესს.



ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ტატუნაშვილის საკითხის ყველა შესაბამის ფორმატში განხილვას მოითხოვს

27.02.2018 ქ.ჟენევა - ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა. შეხვედრა ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში გაიმართა. 


ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი გააგრძელებს ძალისხმევას ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში შეღწევისთვის

27.02.2018 ქ. ჟენევა - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

27.02.2018 ქ. ვაშინგტონი - ​მ.წ. 27-28 თებერვალს, აშშ-ის მხარის მიწვევით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ქ. ვაშინგტონში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კოალიციის კონფერენციაში Conference on Mobilizing Law Enforcement Efforts to Defeat ISIS იღებს მონაწილეობას.


საქართველოს ელჩმა აშშ-საქართველოს შორის კულტურულ დიპლომატიაზე ისაუბრა

27.02.2018 ქ.ვაშინგტონი - ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ, გაეროს კულტურული დიპლომატიის შესახებ ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.  ღონისძიება მიეძღვნა თემას „გლობალური თანამშრომლობის, ერთიანობისა დამშვიდობის წახალისება კულტურული დიპლომატიის გზი...


ოქსფორდში საქართველოს შესახებ ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

27.02.2018 ქ.ოქსფორდი -ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ენტონის კოლეჯში საქართველოს შესახებ ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა.დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით  მიმართა  სენტ ენტონის კოლეჯის ხელმძღვანელმაც, პროფესორმა როჯერ გუდმანმა.  


საქართველოს ელჩმა ნეპალის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

​27.02.2018 ქ. კათმანდუ  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ნიუ დელიში, ინდოეთის რესპუბლიკა), არჩილ ძულიაშვილმა ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს,  ბიდჰია დევი ბჰანდარის რწმუნებათა სიგელი გადასცა.  


სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567