საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-4 შეხვედრის შემდგომი ერთობლივი პრესრელიზი

6.02.2018 ქ. ბრიუსელი - ​2018 წლის 5 თებერვალს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-4 შეხვედრა. საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში შექმნილი უმაღლესი ორგანოა, რომელიც ხელმძღვანელობს შეთანხმების განხორციელებას და განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში არსებულ საკითხებს.


მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

6.02.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს, შეხვდა. 


მიხეილ ჯანელიძე „ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის“ აღსანიშნავი სახელმწიფო მედლით დააჯილდოვეს

6.02.2018 ქ.თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გულმირა სულთანალიმ  „ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის“ აღსანიშნავი სახელმწიფო მედალი გადასცა. 


საქართველოს ელჩმა და ოტავას უნივერსიტეტის რექტორმა ოტავასა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაზე იმსჯელეს

6.02.2018 კანადა - კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ოტავას უნივერსიტეტის რექტორს ჟაკ ფერმონტს შეხვდა.


საფრანგეთის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის ფილმის ჩვენება გაიმართა

 6.02.2018 საფრანგეთი  - საფრანგეთში,ქალაქ რუანში ფრანგული კინოფესტივალის ‘Festival A l’Est, du Nouveau’ რიგით  მე-13 გახსნის საღამო გაიმართა, რომელიც ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმის ‘’საშიში დედა’’ ჩვენებას დაეთმო.


საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პოლონეთის სეიმისა და სენატის თანამშრომლებისთვის ხინკლის მომზადების მასტერკლასები და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

6.02.2018 ქ.ვარშავა  - ვარშავაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პოლონეთის სეიმისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის ხინკლის მომზადების მასტერკლასები და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. 


თებერვალი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728123
45678910