საქართველოს ელჩმა ეთიოპიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

1.03.2018 ქ. ადის-აბება - ​საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ეთიოპიის პრეზიდენტს, მის აღმატებულება მულატუ ტეშომე ვირტუს.


საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გაიმართა

1.03.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის საქართველოში დელეგაციის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი. 


მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში

01.03.2018 ქ. თბილისი - ვიცე- პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში.


გიორგი ჯანჯღავა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელად დაინიშნა

 ​1.03.2018 ქ. ჯედდა -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, იუსუფ ალ-ოსაიმინს. 


სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567