მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შეხვედრაში

2018 წლის 22 მარტს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მესამე შეხვედრაში და სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს.


„სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ - მიხეილ ჯანელიძემ

22.03.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მესამე შეხვედრაში და მისასალმებელი სიტყვით მიმართა პლატფორმის წევრებს.


საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმირ მაკეისთან

 22.03.2018 ქ.თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმირ მაკეისთან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხანდაზმულ პირთა უფლებების საკითხებზე გაერო-ს დამოუკიდებელ ექსპერტს შეხვდა

22.03.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი  ხანდაზმულ პირთა უფლებების საკითხებზე გაერო-ს დამოუკიდებელ ექსპერტს, როზა კორნფელდ-მატეს შეხვდა.


მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელი ჯგუფის დელეგაციასთან

22.03.2018 ქ.თბილისი - მიმდინარე წლის 22-24 მარტს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელი ჯგუფის დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპის საბჭოსთან ბელგიის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ნორვეგიის, უნგრეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები, ასევე ევროპის საბჭოს ...


საქართველოსა და ბელარუსს შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი

22.03.2018 ქ.თბილისი - საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ.  


გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იქ არსებული ვითარება დაგმეს

2018 წლის 22 მარტს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 37-ე სესიის ფარგლებში გაიმართა გენერალური დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხზე - ტექნიკური თანამშრომლობა და შესაძლებლობების განვითარება.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორეის რესპუბლიკას ეწვია

22.03.2018 კორეა -  კორეის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  გიორგი შარვაშიძე ეწვია. 22 მარტს შეხვედრა გაიმართა კორეა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან იუ სანგჰისთან და ჯგუფის სხვა წევრებთან.


დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456