საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება

27.03.2018 ქ. თბილისი - ​პირველი აპრილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად ახალი სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება.  


ვახტანგ მახარობლიშვილმა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთ წელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

27.03.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.


საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

28-29 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ეწვევა.


საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში კანადაში საქართველოს საელჩომ ღონისძიებები გამართა

27.03.2018 ქ. ოტავა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, კანადაში საქართველოს საელჩომ ოტავას ისტორიულ „რიდო კლუბში“ გამართა პრეზენტაცია, რომლის დროსაც საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ ისაუბრა იმ ისტორიულ წინაპირობებზე, რაც უსწრებდა 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენას და ...


საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრებს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა

27.03.2018 ქ.თბილისი - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ბრეგვაძემ და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენადი უდოვენკოს სახელობის დიპლომატიური აკადემიის დირექტორმა, სერგეი კორსუნსკიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.


რუმინეთში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ბუქარესტის უნივერსიტეტის რექტორთან

27.03.2018 ქ.ბუქარესტი - რუმინეთში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა ბუქარესტის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მირჩეა დუმიტრუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბუქარესტის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.


„არგენტინისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც საერთაშორისო ჰაბი“ - არგენტინის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე

27.03.2018 არგენტინა - ​არგენტინაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი არგენტინის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატას ეწვია, სადაც ის  საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარეს კორნელია შმიდტ ლიერმანს შეხვდა.


სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567