საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5.03.2018 ქ. სარაევო - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ცრნადაკმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. 


საპრეზიდენტო საბჭო - ბოსნია და ჰერცეგოვინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

5.03.2018 ქ. სარაევო - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქვეყნის საპრეზიდენტო საბჭოს წარმომადგენელებთან.


ესტონეთის პარლამენტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით ფოტო-გამოფენა გაიხსნა

5.03.2018 ესტონეთი - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  ესტონეთის პარლამენტში გაიმართა ფოტო-გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობის და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.გამოფენაზე მისასალმებ...


საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დიდ ბრიტანეთში წიგნის „ექსპერიმენტი: საქართველოს დავიწყებული რევოლუცია, 1918-1921“ პრეზენტაცია გაიმართა

5.03.2018 ქ. ლონდონი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავის აღსანიშნავად ლონდონში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში  მწერალ ერიკ ლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.


ივნისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678