საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

5 მარტი 2018 - სარაევოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან დენის ზვიზდიჩისთან.


მიხეილ ჯანელიძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საპარლამენტო კოლეგიის წევრებს შეხვდა

6.03.2018 ქ. სარაევო - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის ბოსნია და ჰერცეგოვინას საპარლამენტო კოლეგიის წევრებს შეხვდა. 


დავით ზალკალიანი იაპონიის პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობებში სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

6.03.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში ტომოჰიკო ტანიგუჩისთან, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში ეწვია. 


მიხეილ ჯანელიძე სარაევოს მერს შეხვდა

6.03.2018 ქ. სარაევო - სარაევო დაინტერესებულია განავითაროს თანამშრომლობა თბილისთან ქალაქის ურბანული განვითარების საკითხებში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და ქ. სარაევოს მერმა აბდულა სკაკამ ბოსნია და ჰერცეგოვინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მ...


გერმანული მხარის გადაწყვეტილებით თავშესაფრის მაძიებელთა განხილვის პროცედურები საგრძნობლად შემცირდება - ვახტანგ მახარობლიშვილი

6.03.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 6 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს ერთობლივ დელეგაციას, კერძოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლტოლვილთა და მიგრაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსს...


პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმაურებიან

6.03.2018 - ​პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმაურებიან.  


საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

6.03.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 6 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. ტრადიციულად, თანათავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მომზადების მიზნით.


იაპონიაში გამართულ გამოფენაზე ქართული ღვინის შესახებ სემინარი ჩატარდა

6.03.2018 ქ. ტოკიო-იაპონიაში დაიწყო საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიური გამოფენა Foodex Japan, რომელშიც 10 ქართული კომპანია მონაწილეობს. გამოფენის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ცინცაძემ.


ვახტანგ მახარობლიშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კრებაზე

06.03.2018 - ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კრებაში და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეროვნული პლატფორმის წევრებს.


ტორონტოს უნივერსიტეტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი აღნიშნეს

 6.03.2018 ქ. ტორონტო-კანადაში საქართველოს საელჩომ ტორონტოს უნივერსიტეტში გამართა "ქართული საღამო", რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა. საღამოს ფარგლებში, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მოწვეული სტუმრებისთვის  ლექცია-პრეზენტაცია ჩაატარა საქართველოს წარსულისა და თან...


დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) საიუბილეო სესიაში მიიღო მონაწილეობა

6.03.2018 დიდ ბრიტანეთი - საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 70 წლის საიუბილეო სესიაში და 7 მარტს  შეხვედრა გამართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივან ...


საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა რუმინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრთან

6.03.2018 რუმინეთი- საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრთან სტრატეგიული პარტნიორობის იმპლემენტაციის საკითხებში ანა ბირჩალთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.  


ივნისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678