დავით ზალკალიანი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

9.03.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩთან ქრისტიან ბასონთან (რეზიდენციით ქ. კიევში). ელჩი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. 


საქართველოს საელჩომ კანადაში მცხოვრებ ქართველ ქალებს 8 მარტი მიულოცა

08.03.2018 ტორონტო - 8 საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კანადაში საქართველოს საელჩომ ტორონტოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალებისთვის ქართული საღამო გამართა. ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ ტორონტოს ქართულ რესტორანში "არაგვი" უმასპინძლა საზეიმო მიღებას, რო...


ვატიკანში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქმნილებებზე ზრუნვის საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

09.03.2018 ვატიკანი - საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც რომის პაპ ფრანცისკეს ენციკლიკას "Laudato Si'"-ის ეძღვნება.


საქართველოს ელჩმა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

9.03.2018 ეთიოპია-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში, ზურაბ დვალიშვილმა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარეს, მუსა ფაკი მაჰამადს რწმუნებათა სიგელები გადასცა.


უკრაინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

9.03.2018 უკრაინა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლის, ირინა სულთანიშვილის ორგანიზებით, საელჩოში გაიმართა მიღება, რომელსაც  უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელების მეუღლეები ესწრებოდნენ.


მექსიკაში ქართველი პიანისტის კონცერტი გაიმართა

9.03.2018 ქ. ტამპიკო - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, მექსიკაში, ტამაულიპასის შტატის ავტონომიური უნივერსიტეტისა და საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით,   ქართველი პიანისტის,  ნინო მოდებაძის კონცერტი გიმართა.


დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456