საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდოეთის რესპუბლიკაში მომხდარ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით

12.04.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 9 აპრილს ინდოეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთში, ჰიმაჩალ პრადეშის (Himachal Pradesh) შტატში მომხდარი სასკოლო ავტობუსის კატასტროფის გამო, რომელსაც 30-მდე ადამიანის,  მათ შორის 27 სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.  


მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა

12.04.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამუშაო სადილი გამართა საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. 


მიხეილ ჯანელიძე ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

12.04.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფა ხელმძღვანელობს. 


შეხვედრა აშშ-ის სამხედრო კოლეჯის სტუდენტებთან

12.04.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ხაბელაშვილის შეხვედრა აშშ-ის სამხედრო კოლეჯის სტუდენტებთან.


ვახტანგ მახარობლიშვილი შვედეთის პარლამენტის მესამე ვიცე-სპიკერს იზაბელ დინგიზიანს შეხვდა

12.04.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) მესამე ვიცე-სპიკერს იზაბელ დინგიზიანს შეხვდა.


ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მსჯელობა გაიმართა

12.04.2018 ქ. ვენა - 2018 წლის 12 აპრილს, იტალიის თავმჯდომარეობის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა.


ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა

12.04.2018 ქ. ვენა - ​2018 წლის 12 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას გრემინგერს.



აპრილი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456