გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად 2019-2021 წლების ვადით საქართველო აირჩიეს

2018 წლის 16 აპრილს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შეხვედრაზე საქართველო არჩეულ იქნა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად 2019-2021 წლების ვადით. საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგიონული პრინციპის მიხედვით გათვალისწინებული იყო 17 ადგილი.


მიხეილ ჯანელიძემ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის გამართული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

17.04.2018 კაჭრეთი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.


ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი - მიხეილ ჯანელიძე

17.04.2018 ქ. მარნეული - ​ნატო-ს დღეების ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქვემო ქართლის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმირების მხარდაჭერა დაადასტურა

17.04.2018 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA)  გენერალურ  დირექტორთან, იუკია ამანოსთან შეხვედრა გამართა.


ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კახეთის რეგიონში შეხვედრას გამართავს და ევროატლანტიკური კლუბის დაფუძნების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

18 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, უმცირესობების,  არასამთავრობო სექტორისა და მედიის   წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.  შეხვედრა  ნატოს დღეების ფარგლებში, ქ.თელავის ი.გოგებაშვილის სახელობი...


ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1314-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილება

2018 წლის 18 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1314-ე სხდომაზე განიხილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში". ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით. ანგარიშის განხილვას დაესწრება ს...


ირლანდიაში ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიხსნა

17.04.2018 ქ.დუბლინი - ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინში მდებარე ევროპის სახლში, ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიხსნა, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.


საქართველოს ელჩმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

17.04.2018 პოლონეთი- პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან, იაცეკ ჩაპუტოვიჩთან.


არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი სალვადორის უნივერსიტეტს ეწვია

17.04.2018 არგენტინა - არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში სალვადორის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, კარლოს სალვადორეს დე არსუაგასთან. საუბარი შეეხო სალვადორის უნივერსიტეტსა...


საქართველოს საელჩომ აშშ-ში კულტურულ საღამოს Georgian Wines (Country) vs Georgian Wines (U.S. State) უმასპინძლა

17.04.2018 ქ.ვაშინგტონი - საქართველოს საელჩომ აშშ-ში ორგანიზაცია Things To Do DC-სთან პარტნიორობით უმასპინძლა კულტურულ საღამოს Georgian Wines (Country) vs Georgian Wines (U.S. State).


საქართველოს ელჩმა უფსალას უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

17.04.2018 შვედეთი-  შვედეთში, უფსალას უნივერისტეტში,  საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ღონისძიება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავის აღსანიშნავი იუბილეს ფარგლებშ...


ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234