საჯარო ლექცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით

19.04.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების ციკლს.


საქართველო-ბრაზილიის პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა

19.04.2018 ქ. თბილისი - მიმდინარე წლის 19 აპრილს, ქ. თბილისში, სასტუმრო „Rooms Hotel“-ში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართა საქართველო-ბრაზილიის ბიზნეს ფორუმი.


საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომა

 19.04.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-6 თემატური ჯგუფის „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ მესამე სხდომა.  


დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

19.04.2018 სტრასბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნის მოადგილესთან გაბრიელა ბატაინი-დრაგონისთან და ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.  


დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა დუნია მიატოვიჩთან

19.04.2018 სტრასბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან.


საქართველოს ელჩი ინდონეზიაში იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს შეხვდა

19.04.2018 ინდონეზია -  ინდონეზიაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრთან იასონა ლაოლისთან.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გ. შარვაშიძემ ქ.ბერლინში საქმიანი შეხვედრები გამართა

 19.04.2018 ქ. ბერლინი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. შარვაშიძე სამუშაო ვიზიტით ქ.ბერლინს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ და ლ. მიქელაძის სახელობის დიპლომატიური და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ბრეგვაძემ შეხვედრა გამართეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ს...


ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234