საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

24.04.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 24 აპრილს საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.


მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ში საქართველოს სამშიდობო ინიციატივაზე ისაუბრა

24.04.2018 ქ. ნიუ-იორკი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ში საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

24.04.2018 ქ. ბრიუსელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის  ხელმძღვანელთან, პარასკევი მიხუსთან.


საქართველოს ელჩმა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

24.04.2018 ბელგია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა.


შვეიცარიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

24.04.2018 შვეიცარია - შვეიცარიის ქ. ნოიშატელში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.


აგვისტო 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789