საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 26 აპრილს ისრაელში ნაჰალ ცაფიტში, მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით

27.04.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 26 აპრილს ნაჰალ ცაფიტში (Nahal Tsafit), მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც 10 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.  


საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუდენტური ესეების კონკურსი გამოცხადდა

27.04.2018 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელწმიფო უნივერსიტეტმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ესეების კონკურსი გამოაცხადა, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებს დაეთმობა.


ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

27.04.2018 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებას „მეფის დღეს“ დაესწრო. ნიდერლანდების ეროვნული ერთიანობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე სიტყვით ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოჰანეს დუმა და მიხეილ ჯანელიძე გამოვიდნენ.


საქართველოს საელჩოში რიგის სამართლის უმაღლესის სკოლის (RGSL) ევროპული სამართლისა და ეკონომიკის პროგრამის ქართველ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

27.04.2018 ქ.რიგა - ლატვიაში საქართველოს საელჩოში რიგის სამართლის უმაღლესი სკოლის (RGSL) ევროპული სამართლისა და ეკონომიკის პროგრამის ქართველ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა, მათ შორის არიან როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის დიპლომატიის ინსტიტუტს (Foreign Service Institute) ეწვია

27.04.2018 ქ. ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის დიპლომატიის ინსტიტუტს (Foreign Service Institute) ეწვია. მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ჯულიეტა ნოესთან, დიპლომატიური ინსტიტუტის ენების სკოლის დეკან ვონდა ნესბი...


აგვისტო 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789