ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია - მიხეილ ჯანელიძე

30.04.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი” გახსნა. 


ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

30.04.2018 - ​ირლანდიის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ირლანდიის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მინისტრის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად გადაინაცვლა.  


ესტონეთის კინოს მუზეუმში ანა ურუშაძის ახალი ქართულ-ესტონური ფილმის „საშიში დედის“ პრემიერა გაიმართა

30.04.2018 ქ. ტალინი -  ესტონეთის კინოს მუზეუმში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კომპანია „Allfilm“-თან თანამშრომლობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის ახალი ქართულ-ესტონური ფილმის „საშიში დედის“ პრემიერა გაიმართა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის რესპუბლიკის და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ პირებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ

30.04.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება მ.წ. 27 აპრილს, პანმუნჯეომში კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტ, მუნ ჯე-ინსა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, კიმ ჯონგ-უნს შორის გამართული სამიტის შედეგებს. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის რესპუბლიკის და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის პირველ პირებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2018 წლის 27 აპრილს, პანმუნჯეომში კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტ, მუნ ჯე-ინსა და ჩრდილოეთ კორეის  დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, კიმ ჯონგ-უნს შორის გამართული სამიტის შედეგებს.  


აგვისტო 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789