მიხეილ ჯანელიძე სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს და ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს

10.05.2018 ქ.თბილისი - ვიცე პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის დღეების ფარგლებში, პროექტ „ევროპული ახალგაზრდობის“ მონაწილე სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას. მინისტრი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრებს.&...


საჯარო ლექცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით

10.05.2018 ქ. თბილისი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ციკლს.


საქართველოს ევროპული მომავალი ახალგაზრდების ხელშია - მიხეილ ჯანელიძე

10.05.2018 ქ. თბილისი - ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის დღეების ფარგლებში, პროექტ „ევროპული ახალგაზრდობის“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. 


მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა

10.05.2018 ქ. თბილისი -  ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი  გამოფენა გახსნა.


დავით ზალკალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

10.05.2018, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კენიაში „პატელის“ დამბის ნგრევით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 10 მაისს კენიის რესპუბლიკაში „პატელის“ დამბის ნგრევის და წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანთა დაღუპვასთან დაკავშირებით.   


მიხეილ ჯანელიძე ისრაელის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

10.05.2018, თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.


ქართველი დიპლომატები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ

10.05.2018 – საბერძნეთის, ირლანდიის და უნგრეთის დიპლომატიურ გამოცემები საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ პუბლიკაციებს აქვეყნებენ, სტატიებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიული წარსულის პარალელურად საუბარია საქართველოს თანამედროვეობაზე, მისი განვითარების დინამიკასა ...


საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა კატარის უმსხვილესი საზღვაო პორტის ოპერატორი კომპანიის - QTerminals-ის აღმასრულებელ დირექტორთან

10.05.2018  ქ. დოჰა - კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის უმსხვილესი საზღვაო პორტის - Hamad Port-ის ოპერატორი კომპანიის - QTerminals-ის აღმასრულებელ დირექტორთან ნევილ ბისეტთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა „ანაკლიის განვითარების კონსორცი...


ნიდერლანდების სამეფოში ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის ლიტერატურული შეხვედრა გაიმართა

10.05.2018 ქ.ამსტერდამი -  საქართველოს საელჩომ ნიდერლანდების სამეფოში  მცხოვრებ ქართველებთან მწერლის დათო ტურაშვილის ლიტერატურულ შეხვედრას უმასპინძლა.


საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა რუმინეთის სენატის თავმჯდომარესთან

10.05.2018 რუმინეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის სენატის თავმჯდომარესთან, კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან.


ჟეშუვის უნივერსიტეტში საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებლობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

10.05.2018 ქ.ჟეშუვი- პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი  ქ. ჟეშუვშს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ჟეშუვის უნივერსიტეტში   გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებლობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სახელწოდებით - "100 years of Independence Poland - Geo...


მაისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910