ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი ეკისრება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში - მიხეილ ჯანელიძე

14.05.2018 ქ.თბილისი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და მათი მოადგილეებისთვის  სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ იმართება.


მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს „ჯეიმსტაუნის ფონდის“ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

14.05.2018 ქ.თბილისი - ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს „ჯეიმსტაუნის ფონდის“ დელეგაციასთან, რომელიც საქართველოს რეგიონული ტურის (თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო) ფარგლებში სტუმრობს.


საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოს განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

 14.05.2018 საუდის არაბეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  გიორგი ჯანჯღავა   საუდის არაბეთის სამეფოს განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს, დოქტორ ჯასირ ალ-ჰერბიშს შეხვდა.


მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

14.05.2018 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.


საქართველოს პირველად ეწვევა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი

14.05.2018 ქ. თბილისი -​2018 წლის 14-16 მაისს, საქართველოს პირველად ეწვევა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, სტავროს ლამბრინიდისი.  


ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მოლოდინი არის, რომ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე იქნება შესაბამისად დაფიქსირებული

14.05.2018 ქ. თბილისი -საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყველა იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომელიც უნდა გადაიდგას ყველა უწყების მხრიდან, რათა ბრიუსელში ნატოს სამიტზე ის შედეგი დაფიქსირდეს, რასაც საქართველო ელის.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციას წარადგენს

14.05.2018 ქ. თბილისი -  ვიცე-პრემიერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს პარლამენტში წარადგენს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ROADMAP2EU  კონცეფციას, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა. 


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

14.05.2018 ურუგვაი- ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში), ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს, როდოლფო ნინ ნოვოას.


საქართველოს ელჩი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა

14.05.2018 დიდი ბრიტანეთი- დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის  წევრებს შეხვდა. თამარ ბერუჩაშვილმა პარლამენტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და ქვეყანაში ...


იაპონიაში საქართველოს ელჩი ქალაქ კაშივარას ეწვია

14.05.2018 ქ.კაშივარა - იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ლევან ცინცაძე ქალაქ კაშივარას ეწვია. შეხვედრების მთავარ თემას კახეთის რეგიონის ქალაქთან დამეგობრების და მეღვინეობის კუთხით ურთიერთობების გაღრმავების საკითხები წარმოადგენდა.


ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234