26 მაისის ფარგლებში საზღვარგარეთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები

21.05.2018 - ​2018 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. 


ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21.05.2018 ქ.ვარშავა - პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საეკლესიო საზოგადოების ორგანიზებით ვარშავაში  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი მიულოცა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.


ესტონეთის, ჩინეთის, საუდის არაბეთის და კანადის გამოცემები საქართველოს საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაციას ავრეცელებენ

 ესტონეთის, ჩინეთის ,საუდის არაბეთის და კანადის  ცნობილმა  გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ  პუბლიკაციები გამოაქვეყნეს. მათში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, თანამედროვეობაზე და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.


დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული - მიხეილ ჯანელიძე

21.05.2018 ქ.ვაშინგტონი -​„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მხრიდან. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნ...


ვახტანგ მახარობლიშვილი ნორვეგიის საელჩოს სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

21.05.2018 ქ.თბილისი -​ 2018 წლის  21 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ნორვეგიის საელჩოს სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.


ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234