მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებზე სიტყვით გამოვა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2018 წლის 22 მაისს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში მიიღებს მონაწილეობას. 


აშშ-ის კონგრესი საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

22.05.2018 ქ. ვაშინგტონი - ​აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, კონგრესმენების თედ პოსა და ჯერი კონოლის თავჯდომარეობით, საელჩოსთან პარტნიორობით უმასპინძლა საქართველოს 100 წლის საიუბილეო მიღებას კონგრესში, რომელსაც კონგრესის წევრები და თანამშრომლები დაესწრნენ. 


საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

22.05.2018 ქ. თბილისი - საქართველოს და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე.


ვახტანგ მახარობლიშვილი: ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ძალიან წარმატებულად შეფასდა

22.05.2018 ქ. თბილისი - 2018 წლის 21 მაისს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სტავროს ლამბრინიდისის ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქ...


მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში მიიღო მონაწილეობა

22.05.2018 ქ. ნიუ-იორკი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სამხედრო კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხები.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაპონური კომპანია „NEXI”-ის თავმჯდომარეს შეხვდა

22.05.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა იაპონური კომპანია „NEXI” (Nippon Export and Investment Company)-ის თავმჯდომარესთან, კაძუჰიკო ბანდოსთან.


მალმოს უნივერსიტეტში საქართველოს ელჩმა ლექცია წაიკითხა

22.05.2018 ქ.მალმო -  შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი „დამოუკიდებლობის დეკლარაცია კავკასიაში - 100 წლისთავი“. სემინარის ფარლებში შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ წაიკითხა ლექცია -  „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი“.


ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234