მტკიცედ მწამს, რომ რეალიზდება ჩვენი საერთო ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება - მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი

„დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე ის შუქურაა, რომელიც უკვე მთელი ათწლეულებია, რაც  სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზას უნათებს საქართველოს.


„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე“ - უკრაინის საგრეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს წერილს უგზავნის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე  და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ულოცავს.  


გაერო-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება და შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

25.05.2018 ქ. ნიუ-იორკი - ​24 მაისს, გაერო-ს შენობაში ჩატარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის მარკა გაერო-ს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა და პოე...


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს ელჩთან

25.05.2018 ქ.თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან (რეზიდენციით ბაქო) ბორდ ივარ სვენდსენთან.


შვედეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

25.05.2018 შვედეთი- სტოკჰოლმის ისტორიის მუზეუმში, ბაროკოს დარბაზში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.  


​თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიმართება

25.05.2018 ქ. თბილისი - მიმდინარე წლის 27-28 მაისს, ქ. თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ქართული დიასპორის დღე, რომელიც უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.


სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა

25.05.2018 ქ.ლუბლიანა - სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების მე-100 წლისთავს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს

26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს, რომელსაც საზეიმოდ გახნის საქართველოს ვიცე-პრემიერი,საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.


საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვია

25.05.2018 ქ. თბილისი - პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია.


საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

25.05.2018, თბილისი - საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი 25-26 მაისს საქართველოს ეწვევა.  ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.  


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

25.05.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა) პაკირ მოჰიდინ ამზასთან.


გიორგი შარვაშიძის შეხვედრა საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან

25.05.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარაში)მარია როვენა მენდოზა სანჩესთან.


ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოშია

25.05.2018 ქ. თბილისი - ​ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი უკვე საქართველოშია. იუნკერი ქვეყანას პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია. 


რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

 26 მაისს, საქართველოს საგარეო სამინისტროს ეგიდით, სამცხე-ჯავახეთში, რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება.


საქართველოს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

25.05.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ვიზიტით ეწვია სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა. 


ქ. თესალონიკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ქ. თესალონიკში, საბერძნეთი -  საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება.


სომხეთის რესპუბლიკაში პროფესორმა გიორგი ოთხმეზურმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

25.05.2018 ქ.ერევანი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ოთხმეზურმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია, სახელწოდებით „საქართველოს და...


ერევანში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

25.05.2018 ერევანი- სომხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.


საქართველოს ელჩმა პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

25.05.2018 პარაგვაი- პარაგვაის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში) პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ელჩ ფედერიკო გონსალესს  რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.


რუმინეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

25.02.2018 ქ.ბუქარესტი - რუმინეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.


ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234