საქართველოს ფინეთის და პოლონეთის პრეზიდენტები ეწვივნენ

26.05.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ფინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები ეწვივნენ. საული ნიინისტო და ანჯეი დუდა მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ღონისძიებებში, ასევე გამართავენ შეხვედრებს.


მიხეილ ჯანელიძემ „კრინიცის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

26.05.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, „კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ მიიღო მონაწილეობა.


პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების ისტორიულ საათს თბილისის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში აღნიშნავენ

17:10 წუთზე,ზუსტად იმ დროს,როცა,ნოე ჟორდანიამ,100 წლის წინ  საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, ამერიკის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის  ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიებისა  და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან ადგილობრივ ღირსშესანიშნაობასთან და ს...


საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად სლოვენიაში, ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26.05.2018, თბილისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები.  თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. ასევე განათებული იქნ...


კოპენჰაგენში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

26.05.2018 ქ.კოპენჰაგენი - დანიაში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.


ბრაზილიაში ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა გაიმართა

26.05.2018 ბრაზილია - ბრაზილიის ბანკის კულტურულ ცენტრში გამართულ გამოფენაზე უნიკალური ქართული ანბანის სამი სახეობა წარმოადგინეს. ასევე აჩვენეს ვიდეო რგოლი ქართული ანბანის შესახებ, სახელწოდებით “GEORGIA MADE BY CHARACTERS“. ღონისძიება ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველ...


სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა

26.05.2018 სლოვენია-საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა.


ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ხიდები და სამი ჯვრის მონასტერი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26.05.2018 ქ.ვილნიუსი-საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ხიდები მდინარე ნერისზე და ქალქის ღირსშესანიშნაობა -სამი ჯვრის მონუმენტი.  


ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

26.05.2018 ოტავა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 25 მაისს, ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. დროშის აღმართვის ცერემონიას ოტავას მერი, მერიის წარმომადგენლები, კანადის დედაქალაქში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ. დამსწრეებს სი...


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები აღმართეს

26.05.2018 ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.  


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებში რუმინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

26.05.2018 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რუმინეთის ვიცე-პრემიერს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებში ანა ბირჩალს შეხვდა, რომელიც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. რუმინეთის მთავრობის სახელით, ანა ბირ...


აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა

​2018 წლის 24 მაისს, აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა. რეზოლუცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცემხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.  


რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები იმართება. მათ შორის, ტარდება ველოტური, საბავშვო წარმოდგენები, შეჯიბრები, გამოფენები, რეგიონისა და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები. წარმოდგენილია ისტორიული დოკუმენტების ამსახველი ...


ქ. სეულის მერიის შენობა ქართული დროშის ფერებით განათდა

26.05.2018 ქ.სეული- საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ქ. სეულის მერიის შენობა ქართული დროშის ფერებით განათდა.  


დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგით საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის

26.05.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის დიალოგის ფორმატს დიმიტრი ამილახვარის სახელწოდება მიენიჭება - ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.  


ჩვენი ქვეყნის დევიზია „ძალა ერთობაშია“ - და დღეს, ჩვენ ვგრძნობთ თქვენთან ერთობას, რაც გვაძლიერებს - მიხეილ ჯანელიძე

26.05.2018 - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო პარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი ასწლეულის სტრატეგია“.


საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ დღის აღნიშვნა სამცხე ჯავახეთში, საქართველოს უძველეს ისტორიულ მხარეში - გიორგი შარვაშიძე

26.05.2018 სამცხე ჯავახეთი - საქართველოს საგარეო სამინისტროს ეგიდით, სამცხე-ჯავახეთში, რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა.


საუდის არაბეთში ორი ცათამბჯენი საქართველოს დროშის ფერებით განათდა

26.05.2018 საუდის არაბეთი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, რიადის ორი ცათამბჯენი- “Kingdom Tower” და “Tamkeen Tower” საქართველოს დროშის ფერებით განათდა.


კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26.05.2018 კატარი - კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო საქართველოს დროშის ფერებში განათდა.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში, საზეიმო მიღება გაიმართა.


პოლონეთში პრეზიდენტის სასახლე საქართველოს დროშის ფერებით განათდა

26.05.2018 პოლონეთი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, პოლონეთში, პრეზიდენტის სასახლე საქართველოს დროშის ფერებით განათდა.


სომხეთის რესპუბლიკაში ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი გაიმართა

26.05.2018 სომხეთი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძებების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ფოლკლორული ანსამბლის „მრავალჟამიერის“ კონცერტი.


ანკარაში ”ტყუპებად” წოდებული შენობა საქართველოს დროშის ფერებით განათდა

26.05.208 ანკარა -საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ანკარაში საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ”ტყუპებად” წოდებული TOBB-ის შენობა,ანკარის „შერატონი” და სტამბოლის ხიდი.  


საქართველოს ელჩმა ტორონტოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი პედაგოგები დააჯილდოვა

26.05.2018 კანადა- საქართველოს პირველი  დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კანადაში, კონსტანტინე ქავთარაძემ ტორონტოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი პედაგოგები დააჯილდოვა.  


რუმინეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

26.05.2018 ქ.ბუქარესტი- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სასტუმრო  ,,რამადა ბუქარესტ მეჯესტიკის" შენობაზე გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც გვამცნობს, რომ 1919 წელს, ამ შენობაში განთავსებული იყო საქართველ...


ივნისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678