მივესალმები ერთიანი დიასპორული სავაჭრო პალატის შექმნის იდეას - მიხეილ ჯანელიძე

28.05.2018 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს დიასპორის ფორუმის მონაწილეებს მიღებაზე უმასპინძლა და მათ სიტყვით მიმართა.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სულთმოფენობა მიულოცა

28.05.2018 ქ. თბილისი - დიასპორის ფორუმი 2018 წლის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქს ილია მეორეს ეწვივნენ.  პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლები დალოცა და სულთმოფენობა მიულოცა.


კონფერენცია - 2030 წლის მდგრადი განვითარების წესრიგი - იმპლემენტაცია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „2030 წლის მდგრადი განვითარების წესრიგი - იმპლემენტაცია“, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მასპინძლობდა. მისი თქმით საქართველო გაერო-ს წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მდგრადი გან...


დავით დონდუამ საქართველოში ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2018 წლის 28 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მიიღო საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარაში) ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აიელუ გობეზიე უორქნეჰი, რომელიც ასრულებს დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში.


საქართველოსათვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წწ. სამოქმედო გეგმის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა

28.05.2018 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში  საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წწ. სამოქმედო გეგმის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.


27 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ,,დიასპორის ფორუმი თბილისი 2018 - ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის’’

28.05.2018 ქ. თბილისი - ფორუმის თემატური  სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს, რომელიც განათლების საკითხებს დაეთმო,  განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს წარმომადგენელმა მაია მელიქიძემ.


საქართველოში მიმდინარე დიასპორული ფორუმის ფარგლებში გაიმართა თემატური შეხვედრა კულტურის საკითხების შესახებ

28.05.2018 ქ. თბილისი - შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა კულტურის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა.


დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში გაიმართა ფორუმის მონაწილეებთან თემატური შეხვედრები

28.05.2018 ქ. თბილისი - ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხებზე გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი უძღვებოდა. 


დავით დონდუა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

2018 წლის 28 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) ჯასიმ მუჰამედ ალ ქასემის შეხვდა.  


მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იბრაჰიმ ტარიკ  ალ-მაატისთან (რეზიდენციით ქ. ერევანი)  გამართა შეხვედრა.


საქართველოსა და ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

28.05.2018 ქ. თბილისი - 2018 წლის 28 მაისს საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.  


საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

28.05.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 28 მაისს, საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში ვიზიტით მყოფ პარლამენტის წევრებთან, ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელის ჯონათან ჯანოგლის ხელმძღვანე...


ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

28.05.2018 ქ. თბილისი - თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ​


დიასპორის წარმომადგენლებმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

28.05.2018 კოჯორი - დიასპორის ფორუმში მონაწილეებმა პატივი მიაგეს 1921 წელს საბწოტა ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას და კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 


დიასპორის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს

28.05.2018 ოძისი - თბილისში მიმდინარე დიასპორის ფორუმის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს. ფორუმის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აღმართული ბარიერების გამო სოფელში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას. 


საქართველოს ელჩი კატარის მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

28.05.2018  ქ. დოჰა - კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის მინისტრთან მუჰამედ ბინ აბდულა ალ-რუმაიჰისთან. შეხვედრისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის საკითხები.  


ივნისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678