ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობას ახალი წარწერა ამშვენებს - Sakartvelo Ambasada

2018 წლის 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამიერიდან ლიტვურ ენაში საქართველოს  ოფიციალური დასახელება არის Sakartvelo.  


საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია კარის დღეს უმასპინძლებს

2018 წლის 8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ღია კარის დღეს უმასპინძლებს.


ავსტრიული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ მიმართულ ძალისხმევას

7.05.2018 ავსტრია -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტი საქართველო-ავსტრიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ევროკავშირის საბჭოში ავსტრიის მოახლოებული თავმჯდომარეობის წინ (2018 წლის 1 ივლისიდან) მხარეებისათვის ...


მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია წარადგინა

8.05.2018 ქ.თბილისი - ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე  ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კომისიის წევრებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია წარუდგინა .  


მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებთან

8.05.2018 ქ.თბილისი - ვიცე-პრემიერმა, საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებთან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან: ანა ფოტიგასთან, კლერ მუდისთან, მიშელ გალერთან და იოზონ რადოშთან,  რომლებიც საქართ...


საგარეო საქმეთა სამინისტროში ღია კარის დღე გაიმართა

8.05.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღია კარის დღის ფარგლებში საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.


გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა ხურვალეთი მოინახულეს

8.05.2018 ხურვალეთი - საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს.  ელჩებმა ადგილზე შეაფასეს სოფელში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა, მოინახულეს და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

8.05.2018 ქ.თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორს პერიკლეს მიტკასს შეხვდა.


ვაშინგტონში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი გაიხსნა

​ამერიკის შეერთებულ შტატებში  საქართველოს საელჩომ ალექსანდრე ქართველის ასოციაცასთან ერთად ალექსანდრე ქართველისადმი მიღძვნილი საღამოების ციკლის Alexander Kartveli STEM Speaker Series გახსნით საღამოს უმასპინძლა.  


საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში გიორგი ჯანჯღავა მედინას ემირს შეხვდა

2018 წლის 8 მაისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთის სამეფოში და წარმომადგენელმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC), გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ყველა მუსლიმისთვის წმინდა მედინას ემირთან, პრინც ფეისალ ბინ სალმანთან (ორი წმინდა მეჩეთის მფარველის, მეფე სალმანის შვილი).


ლიტვაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა

8.05.2018 ქ.ვილნიუსი-  ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ  ღონისძიებათა ფარგლებში, ვილნიუსის დიდ მთავართა სასახლეში გაიმართა საზეიმო მიღება სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: ლიტვა-ს...


საქართველოს ელჩმა ეკვადორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს რწმუნებათა სიგელები გადასცა

8.05.2018 ქ.კიტო - ეკვადორის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში), ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ეკვადორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტს, მარია ალეხანდრა ვიკუნიას და  ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხოს...


კანადის პოლონურმა დიასპორამ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი აღნიშნა

8.05.2018 ქ.ოტავა – კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა კანადის გავლენიანი პოლონური დიასპორის ხელმძღვანელებსა და წევრებს. შეხვედრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.


აგვისტო 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789