შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა გაერთიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრება გაიმართა

12.06.2018 შვეიცარია-ციურიხში  „შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა გაერთიანების“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრება გაიმართა.


​ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას - “საქართველოს ევროპული გზა”- უმასპინძლებს

2018 წლის 14-15 ივნისს, ქ. ბათუმი  რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციას - “საქართველოს ევროპული გზა”- უმასპინძლებს, რომელიც  წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.


მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ჰოლანდიური კომპანია ,,ბარენცის“ ჯგუფის წარმომადგენლებთან

12.06.2018 – საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი,  ვიცე პრემიერი  მიხეილ ჯანელიძე ჰოლანდიური კომპანია ,,ბარენცის“ ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით ჩამოვიდნენ.


ბულგარეთში ფოტოგამოფენა „Spectacular Georgia" გაიმართა

12.06.2018  ქ. სოზოპოლი - ბულგარეთის სახელმწიფოში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ფოტოგამოფენა „Spectacular Georgia" გაიმართა.


მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

12.06.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 12 ივნისს, ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს შეხვდა. 


მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

12.06.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 12 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს სრჯან დარმანოვიჩს შეხვდა.


პოლონეთში გამოფენა- „50 ქალი საქართველოდან“გაიხსნა

12.06.2018 პოლონეთი-  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვარშავაში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“. ექსპოზიცია  საქართველოს საელჩოსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.


საქართველოს საელჩომ ბრაზილიის დიპლომატიური აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა

12.06.2018 ბრაზილია-საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ  ბრაზილიის დიპლომატიური აკადემიის, რიო ბრანკოს ინსტიტუტის სტუდენტებს უმასპინძლა.    


აგვისტო 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789