დავით ზალკალიანმა შვედეთის ზაფხულის დღესასწაულსა და ელჩის გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

21.06.2018 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის ელჩის, მარტინა ქუიქის გამოსამშვიდობებელ საღამოში, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა. მინისტრმა შვედებს ასევე შუა ზაფხულის დღესასწაული მიულოცა.


აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

22.06.2018 - ​2018 წლის 20 ივნისს აშშ-ის კონგრესს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი, ორპარტიული რეზოლუცია წარედგინა. 


კატარის, მალაიზიისა და ჩეხეთის გამოცემები საქართველოს შესახებ პუბლიკაციებს აქვეყნებენ

22.06.2018 – კატარის, მალაიზიისა და ჩეხეთის გამოცემებმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.


თურქეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს

22.06.2018 თურქეთი- ანკარაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.


ირლანდიის პარლამენტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით უპრეცენდენტო რეზოლუცია მიიღეს

22.06.2018 - ​2018 წლის 21 ივნისს, ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით.


საქართველოში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი გაიმართა

2018 წლის 19-21 ივნისს გაიმართა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს ელჩებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ მა...


მინსკში „აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მე-10 შეხვედრა გაიმართა

22.06.2018 ქ. მინსკი - ​2018 წლის 22 ივნისს ქ. მინსკში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური დიალოგის რიგით მე-10 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.


კვიპროსში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი აღნიშნეს

22.06.2018 კვიპროსი- ქ. ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი  საზეიმო მიღება გამართა.


დავით ზალკალიანის შეხვედრა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან

22.06.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ტორკუატო ჟარდიმს შეხვდა.


დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

22.06.2018 ქ. თბილისი - 2018 წლის 22 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ელიზაბეტ რუდთან.  


მინისტრის მოადგილემ სან-ფრანცისკოში ქართული დიასპორის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

22.06.2018 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე  შეხვდა სან ფრანცისკოში კომპანია ‘Eristavi Winery’-ის  დამფუძნებელს, ამერიკაში ცნობილი ქართული გვარის - ერისთავების შთამომავალს ვიქტორ ერისთავს და მის მეუღლეს.


ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910